მეტრო „დელისთან" ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიზნეს-ცენტრის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
ამ დროისათვის მომხდარ ფაქტზე სხვა დეტალები ცნობილი არაა.