რიგის სასამართლომ მარატ კასემი ციხეში დატოვა

Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ლატვიის დედაქალაქ რიგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „Sputnik–ლიტვის“ შეფ-რედაქტორ მარატ კასემის ადვოკატების აპელაცია და ის პატიმრობაში დატოვა.
მარატ კასემს, რომელიც ლატვიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დააკავა, ევროკავშირის სანქციების დარღვევა ედება ბრალად.
ლატვიის სპეცსამსახურების მიერ კასემის დაკავების შესახებ ცნობილი 5 იანვარს გახდა. იმავე დღეს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზეც მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე იმსჯელეს.
ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ის გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტი იმავე დღეს გადაიყვანეს რიგის ცენტრალურ ციხეში.
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა, მაგრამ 18 იანვარს რიგის სასამართლომ კასემი პატიმრობაში დატოვა.
მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის რამდენიმე წელია ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში, მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიაში", სადაც შედის „Sputnik–ლიეტუვაც". ჟურნალისტი ლატვიაში ოჯახური გარემოებების გამო 30 დეკემბერს ჩავიდა.