კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერი რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მერს კახა კალაძეს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, კახა კალაძე დისტანციურ რეჟიმში მუშაობს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.