სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან რამდენიმე დეპუტატის გაძევება მოითხოვა მას შემდეგ, რაც მათ ხმაური დაიწყეს. შედეგად – ოპოზიციის ნაწილი მართლაც გაიყვანეს დარბაზიდან. შემდეგ გამოცხადდა შესვენება. პარლამენტში ახლაც სკანდალისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა.