ბათუმში სამშენებლო ხარაჩო ჩამოინგრა - დაზიანებულია ავტომობილები

Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბათუმში ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ხარაჩო ჩამოინგრა, იუწყება ტელეარხი TV 25.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კომახიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაზიანდა სამი ავტომობილი.