ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები გამოვიდნენ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. პარლამენტის შენობასთან გასული კვირიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც არაერთხელ დაუპირისპირდნენ პოლიციას.