ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

შეზღუდვა გუდაური-კობის მონაკვეთზე მოქმედებს
Sputnik
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ზვავსაშიშროების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მოქმედებს.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი