ხვიჩა კვარაცხელია სერია А-ში თვის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატია

კვარაცხელიამ თებერვალში А სერიაში ოთხი მატჩი ითამაშა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა
Sputnik
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშის წოდების პრეტენდენტებს შორის მოხვდა, იუწყება სერია A-ს პრეს-სამსახური.
კვარაცხელიასთან ერთად ჯილდოსთვის იბრძვიან „ლეჩეს“ მცველი ფედერიკო ბაშიროტო, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია, „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი და „ტორინოს“ ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი
ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე: https://serieapotm.easports.com/
კვარაცხელიამ თებერვალში А სერიაში ოთხი მატჩი ითამაშა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
კვარაცხელიას სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული 2022 წლის აგვისტოში აქვს მოგებული.
როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, „ნაპოლი“ დაინტერესებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს და მისთვის ხელფასის გაზრდა სურს. ჯერჯერობით კვარაცხელია სეზონში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კონტრაქტის მიხედვით, კლუბში 2027 წლამდე დარჩება.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა.