ტაბაწყურის ტბასთან დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. მაშველებმა სამცხე-ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბასთან დაკარგული უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.