მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად იტალიაში ჩავიდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ფანი“ მატჩის ნაცვლად ციხეში აღმოჩნდა
Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. იტალიის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნეაპოლის აეროპორტში 2012 წლიდან მკვლელობის ბრალდებით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც ტელეკომპანია „იმედი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, მამაკაცი „ნაპოლი“-„ლაციოს“ საფეხბურთო მატჩზე იტალიაში სხვა ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას საქომაგოდ ჩაფრინდა.
თუმცა, სტადიონის ნაცვლად, კრიმინალი გულშემატკივარი ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, 38 წლის ქართველს საბერძნეთის ხელისუფლება 10 წელზე მეტია ორი ადამიანის მკვლელობისთვის ეძებდა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.