გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იყო აკრძალული.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ დრომდე იქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იყო აკრძალული, ამის მიზეზად ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე სახელდებოდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი ქარის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით