ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ - ვიდეო

საქართველოში ოპოზიცია უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებს, რომელთაც ქვეყნის პარლამენტი განიხილავს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
Sputnik
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების მოწინააღდეგეებმა ვერ შეძლეს არგუმენტების მოყვანა და მხოლოდ ისტერია მოაწყვეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტების განხილვა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დისკუსიებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ყველაფერი კი საპროტესტო აქციით დასრულდა.
„ჩვენ ვიხილეთ ცარიელი ისტერიკა სხდომათა დარბაზთან, შემდეგ უკვე შენობის წინ. მაგრამ როდესაც ისტერიკას არ აქვს მიზეზი, ის მალე სრულდება, ასეც მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.