თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 339.957 აშშ დოლარი და 1.470 თურქული ლირა გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვალუტა ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
გამოვლენილი თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 906.654,33 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით თანხის 10%-ის ოდენობით დაჯარიმდნენ, რაც ჯამში 90.665,43 ლარია.