მოსაზრება: „ბახმუტის ფორტეციის“ დასასრული ახლოვდება

Sputnik
უკრაინის ჯარი ბახმუტში ალყაშია მოქცეული. რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქს სხვადასხვა მხრიდან უტევენ. გაზაფხულის დადგომასთან ერთად კერძო საჯარისო დაჯგუფება „ვაგნერის“ რაზმებმა აიღეს ბახმუტის შემოგარენი – პარასკოვიევკა, ბერხოვკა, იაგოდნოე, დუბოვო-ვასილიევკა, სტუპკი.
უკრაინელების მიერ ბახმუტის კაშხლის აფეთქებამ ვერ შეაჩერა რუსეთის შეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა „ბახმუტში მძიმე ვითარებაზე“ და „უწყვეტ შეტევაზე“ საუბრობს. რუსეთის ძალები აქტიურად იყენებენ არტილერიას, ტანკებს, ავიაციას.
დასავლეთი შეშფოთებულია – კიევის რეჟიმი ვერ ამართლებს იმედებს ბრძოლის ველზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები „ბახმუტის ციხე-სიმაგრის“ დატოვებას აპირებენ. უკრაინაში ბახმუტში მოხვედრილ მებრძოლებს განწირულებად მიიჩნევენ, რადგან იქ დაღუპვის ან დაჭრის 95 პროცენტიანი ალბათობაა.
დღეს ბახმუტთან/არტიომოვსკთან განადგურდა „მეფე დანილ და ბორის ჯონსონის სახელობის“ 24-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ლვოვის ოლქშია დისლოცირებული. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ბახმუტს არ დათმობდა. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის რეზერვი უსასრულო არ არის.
ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის რამდენიმე ათასი დაქირავებული მეომარი 60 ქვეყნიდან, ძირითადად, პოლონეთიდან, აშშ-დან, რუმინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. ერთ წელიწადში 3 ათასამდე უცხოელი მოხალისე განადგურდა, ამდენივე დაბრუნდა სახლში.

ავღანეთი სამოთხედ მოეჩვენებათ

„ბახმუტის ციხე-სიმაგრის“ გარნიზონის მდგომარეობას კიევშიც კრიტიკულად მიიჩნევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკის მოახსენა, რომ რუსეთის ჯარის მიერ ბოგდანოვკისა და ხრომოვოს აღების შემდეგ მარცხი გარდაუვალია. უკრაინა დასავლეთიდან მიღებულ შეიარაღებას თავს უყრის ჩასოვ-იარში თავდაცვის ახალი საზღვრის მოსაწყობად.
ამავდროულად რუსეთის ძალები უტევენ კრამატორსკს, სლავიანსკსა და უგლედარს. მათ გაარღვიეს თავდაცვის ხაზი ავდეევკის ჩრდილოეთით და გავიდნენ კრასნოგოროვკისკენ.
რუსეთი შეტევისას იყენებს ექვსამდე Т-72 ტიპის ტანკს, 12 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, გადასატან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ნაღმმტყორცნებს, არტილერიას.
დაეხმარება კი უკრაინას მითიური „ლეოპარდები“? გუშინ დონეცკის ხელმძღვანელმა იან გაგინმა განაცხადა ბახმუტთან ოთხი Leopard 2A4-ის გადასროლის შესახებ. ტანკები კიევს პოლონეთმა გადასცა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამ ტანკის ხელში ჩაგდების შესახებ.
გერმანიის მიერ „ლეოპარდების“ გადაცემაზე თანხმობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ევროპაში ტანკების არასაკმარისი რაოდენობაა, ისინი მოძველებული და ბრძოლისუუნაროა. პენტაგონი აცხადებს: „მსოფლიო უკრაინას უჭერს მხარს“ და „უკრაინამ თავად უნდა გადაიხადოს მისთვის მიწოდებული შეიარაღების საფასური“. რაც ობიექტურად შეუძლებელია. გაურკვევლობაა ბრიტანული ტანკების Challenger 2-ის უსასყიდლოდ მიწოდებასთან დაკავშირებითაც.
Washington Times წერს: „ვაშინგტონის სტრატეგია უკრაინაში არ მუშაობს“. კონფლიქტმა აჩვენა აშშ-ის უუნარობა, შექმნას ქვეყნების ფართო კოალიციები სხვადასხვა რეგიონში და შეარყია ძალთა ჩვეული ბალანსი ევროპაში ამერიკელ მოკავშირეებს შორის – გერმანიიდან და საფრანგეთიდან აქცენტმა გადაინაცვლა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ. მეორე მხრივ, რუსეთმა განავითარა საერთაშორისო კავშირები.
ჟურნალი The American Conservative იუწყება, რომ უკრაინა კვლავ ავღანეთად იქცა, ნატო იქიდან დამარცხებული გამოვა, და სვამს კითხვას: „თუ სასწორზე ევროპის მომავალი დევს, რატომ არიან უფრო მეტად შეშფოთებული ვაშინგტონში და არა ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში?“
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა ესკალაციის საფრთხეს უქმნის დასავლეთის ქვეყნებს, მაგრამ რუსეთის გამარჯვება კიდევ უფრო მეტ რისკს შეიცავს. უბრალოდ გასაკვირია, როგორ შეძლეს უკრაინელებმა ნატოს გარეშე მშვიდობიანად და ბედნიერად 70 წელი ცხოვრება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე