პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკავებულები პოლიციას კვერცხებს ესროდნენ. აქციის მონაწილეები უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ.
აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს ოთხი ადამიანი, განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ. მანამდე ძალოვანები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს. ისინი ასევე აფრთხილებდნენ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ არ გამოთქმულიყო ძალადობრივი მოწოდებები და აქციას მშვიდობიანი სახე ჰქონოდა.