ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები ტრანსპორტისთვის

უამინდობამ გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების – დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (93-107 კმ) მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს