თბილისი, 2 მარტი — Sputnik. სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟეებმა 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „მეტადონი“ და 112 კაფსულა „პრეგაბალინის“ შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ეჭვის საფუძველზე საქართველოს ორი მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
მედიკამენტები, რომლებიც აკრძალულია, სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.