თბილისი, 2 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიანსკის ოლქში მომხდარ მოვლენებს ტერორისტული აქტი უწოდა.
„ეს არის ტერაქტი, სწორედ ასეთმა ხალხმა დაისახა ამოცანად ჩაეშალათ ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ისტორია და ტრადიციები. დაინახეს, რომ ეს არის სამოქალაქო მანქანა, დაინახეს, რომ იქ იყვნენ სამოქალაქო პირები და ბავშვები... ჩვეულებრივი „ნივა“.․․ მათ ცეცხლი გაუხსნეს“, – ასე აღწერა რუსეთის ლიდერმა მომხდარი მოვლენები.
მანამდე ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ უკრაინიდან კლიმოვსკის რაიონის ტერიტორიაზე დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა შეაღწია. დივერსანტებმა მოძრავ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათი წლის ბავშვი კი დაშავდა.