პრესტიჟული და უფასო: ქართველი აბიტურიენტებისთვის რუსეთის უმაღლესებში მიღება დაიწყო - ვიდეო

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 2023-2024 სასწავლო წლებში მოხვედრის კანდიდატების, მათ შორის, ქართველი აბიტურიენტების შერჩევა დაიწყო. საბუთების მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება.
Sputnik
რეგისტრაციისათვის აუცილებელია ანკეტის შევსება და საბუთების მაქსიმალური პაკეტის ატვირთვა საიტზე education-in-russia.com. ანკეტასთან ერთად საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტის სკანირება და ატვირთვაც, ხოლო თუ ადამიანს რამდენიმე მოქალაქეობა აქვს, აუცილებელია ყველა პასპორტის ატვირთვა.
განაცხადში აუცილებელია მინიმუმ ექვსი სასწავლო დაწესებულების ჩაწერა პრიორიტეტული თანმიმდევრობით. შემდეგ აბიტურიენტს მიიწვევენ გასაუბრებაზე შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციაში, სადაც განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს.