პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა

Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. პოლიციამ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, როდესაც ისინი შენობის შესასვლელთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას ცდილობდნენ, იუწყება „TV პირველი“.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციასთან შეხლა-შემოხლა გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებსა და პარლამენტის შენობას კვერცხებს ესვრიან.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია სულ მცირე სამი პირი. დაკავებები გრძელდება.