თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში 7 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში მაღალმთიანეთში თოვლია მოსალოდნელი, რომელიც ზოგან შესაძლოა ძლიერიც იყოს.
უწყების ცნობით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.