სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდათ

სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში ჰქონდა დამალული.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სარფში ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 6.261 გრამი), ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 113 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 ათასი ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს