საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ცენტრი თბილისიდან 62 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლარში იყო.
ბიძგების კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ინფორმაცია ნგრევის ან ადამიანური მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.