საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ

დაბლობსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ქართველი სინოპტიკოსები ქვეყნის ტერიტორიაზე 1-დან 4 მარტამდე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ნალექი – დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით; ზოგან, ძირითადად დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი ქარი.
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო დღეებში საქართველოში დათბა, ტემპერატურამ ზოგიერთ რაიონში 22 გრადუსამდე მოიმატა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს