ცხრა კარატისტი - ცხრა მედალი: ქართველი სპორტსმენების წარმატება საფრანგეთის ტურნირზე

ტურნირზე ცხრავე ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს ცხრაკაციანი ნაკრები კონტაქტურ კარატეში ქალაქ ლილში (საფრანგეთი) პრესტიჟულ ტურნირზე გამოვიდა და ცხრავე სპორტსმენმა მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ანდრეი ზინჩენკომ ოქროს მედალთან ერთად საუკეთესო მებრძოლის პრიზიც მიიღო. მსუბუქ წონით კატეგორიაში (-70 კგ) გამარჯვებულთა კვარცხლბეკი მხოლოდ ქართველებმა დაიკავეს.
მედლები მოიპოვეს (-70)
1.
ანდრეი ზინჩენკო
2.
მინდია მგელაძე
3.
ლაშა შანთაძე
4.
დათა ფუტკარაძე.
-80 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა თენგიზ ბასტოიანმა. ქართული ფინალი გაიმართა +80 კგ წონით კატეგორიაში, სადაც დავით მსხალაძემ ლევან ვერულიძეს მოუგო. ამგვარად, ქართულ ნაკრებს ამ ფინალიდან ოქროსა და ვერცხლის მედლები შეემატა.
ქალთა შორის -55 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლი მოიგო მარიამ წიკლაურმა.
ვეტერანთა შორის (35 წელს ზემოთ) პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ცინცაძემ, რომელმაც ჩემპიონობასთან ერთად ტურნირის სპეციალური პრიზიც მიიღო.
ლილის საერთაშორისო ტურნირი მოსამზადებელი ეტაპი იყო ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 1 აპრილს შვედეთის გეტებორგში გაიხსნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს