მსოფლიო დღეს

მარტში მეგამიწისძვრაა მოსალოდნელი: ნიდერლანდელი სეისმოლოგის გაფრთხილება

Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში პლანეტაზე შესაძლოა ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, აცხადებს ნიდერლანდელი სეისმოლოგი ფრენკ ჰუგერბიტსი.
როგორც სამეცნიერო ინსტიტუტ Solar System Geometry Survey-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც მეცნიერი მუშაობს, „მეგა მიწისძვრას“ განაპირობებს ის ფაქტი, რომ დედამიწის, მერკურისა და სატურნის კრიტიკული გეომეტრია ერთმანეთს მიუახლოვდება. ამიტომ 3-4 მარტს ან 6-7 მარტს შესაძლოა 8,5 მაგნიტუდის (ან მეტი) მიწისძვრა მოხდეს.
ჰუგერბიტსმა დაასახელა ის რეგიონებიც, რომლებიც „წითელ ზონაში“ მოხვდნენ. ესენია: იაპონიის სამხრეთი, ინდონეზია, პაკისტანი, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილი და რუსეთის შორეული აღმოსავლეთი.
მან მოუწოდა აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას, მოამზადონ ევაკუაციისა და მოქმედების გეგმა.

„არ ვაჭარბებ. არ ვცდილობ შიშის დათესვას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილებაა“, — აღნიშნა სეისმოლოგმა.