მსოფლიო დღეს

პენტაგონი: ირანი რეგიონულიდან გლობალურ საფრთხედ გარდაიქმნა

Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. აშშ და მისი მოკავშირეები სულ უფრო ახლო არიან თვალსაზრისთან, რომ ირანი არა რეგიონულ, არამედ გლობალურ საფრთხედ განიხილონ, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ დანა სტროულმა.

„ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც ირანიდან მომდინარე საფრთხეები ეხება არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ წარმოადგენს გლობალურ პრობლემას“, — აღნიშნა სტროულმა.

მისი თქმით, ირანის კავშირების გაღრმავება რუსეთთან, მათ შორის საბრძოლო დრონების მიწოდების გზით, ნიშნავს იმას, რომ თეირანის დესტაბილიზაციური საქმიანობა დღეს ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ოდესმე.
სტროულის აზრით, „ირანისა და რუსეთის „დამღუპველი თანამშრომლობისთვის“ წინააღმდეგობის გასაწევად გლობალური კოალიციის შექმნაა საჭირო.
„გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ის ტაქტიკა, მეთოდები და პროცედურები, რომლებსაც ირანელები უკრაინაში სწავლობენ და ხვეწენ, ერთ დღეს ჩვენი ახლო აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ამიტომ ახლა ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიური თავდაცვის პოტენციალს, რათა ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად მზად ვიყოთ“, — განაცხადა დანა სტროულმა.
მანამდე რუსეთ-ირანის თანამშრომლობიდან მომდინარე საფრთხეებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსიც შეეხო. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის მჭიდრო კავშირები „საგანგაშოა“.