GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 1 მარტის 22:00 საათიდან 2 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, 1 მარტს კრწანისის რაიონში, კრწანისის N56-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: კრწანისის N 56-98 (ლუწებს), N 49-85 (კენტებს), კრწანისის მე-2 შესახვევს, კრწანისის მე-3 გასავალს, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს) ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.