შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი გახდა პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ცნობილია რადიკალური შეხედულებებით.
„როგორ გაათავისუფლებენ? რას იზამენ? „ვივამედში“ შევარდებიან და თანამშრომლებს გალახავენ? ეს კოლოსალურ ნეგატივს გამოიწვევს. ისინი ვერაფერს შეძლებენ, ამიტომ ხაბეიშვილს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთი რამ - უყუროდ რამდენი ხალხი გამოვა გარეთ 24 თებერვალს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაფერს შეცვლის და მგონია, რომ მასაც ესმის ეს“, - განაცხადა სიხარულიძემ.