„ქაოსი გზებზე!“ – ხშირად მოისმენთ თბილისში პირველად ჩამოსული სტუმრებისგან. მაგრამ, თუ დავუფიქრდებით, თბილისს ტრანსპორტის მართვის თავისებურებები აქვს. როდესაც მას ვეჩვევით და გამოცდილებასაც ვაგროვებთ, ვხვდებით, რომ ამ ყველაფერშიც არის გარკვეული წესრიგი. მიუხედავად ამისა, ყველა მძღოლს მართებს ყურადღებით ყოფნა და მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე.