ოჰაიოში ქიმიკატებით დატვირთული 20 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა: გამოძიება გრძელდება - ფოტო

საშიში ქიმიკატებით მოიწამლა ნიადაგი, პროდუქტები და წყალი, დაიხოცნენ ფრინველები და თევზები.
Sputnik
აშშ-ში ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა. ოჰაიოს შტატში ლიანდაგიდან გადავიდა შემადგენლობა 20 ვაგონით, რომლითაც გადაქონდათ საშიში ქიმიკატები, მათ შორის ვინილქლორიდი.
ავარიის შემდეგ შხამიან ტვირთს ცეცხლი მოუკიდეს, რის გამოც წვისას ფოსგენის გამოყოფა დაიწყო, რაც პირველ მსოფლიო ომში საბრძოლო აირად გამოიყენებოდა.
ავარიის გამომწვევად მიიჩნევა შემადგენლობის ერთ-ერთი ვაგონის ღერძის მექანიკური პრობლემა, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.
1 / 8

აშშ-ის ოჰაიოს შტატში 3 თებერვალს ლიანდაგიდან გადავიდა საშიში ნივთიერებებით დატვირთული მატარებელი

2 / 8

ავარიის შემდეგ ქალაქ აღმოსავლეთ პალესტინიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო

3 / 8

ვაგონებით გადაქონდათ ვინილქლორიდი, უფერო, მაგრამ საშიში გაზის ფორმით, რომელიც გამოიყენება პოლივინიქლორიდის, პლასტიკისა და ვინილის ნივთების დასამზადებლად

4 / 8

თავიდან ამერიკულმა მასმედიამ ამ თემას გვერდი აუარა

5 / 8

მაგრამ მას შემდეგ, რაც განცხადება თეთრმა სახლმა გააკეთა, ადამიანებმა ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბარი დაიწყეს

6 / 8

კომპანია, რომელსაც ეკუთვნოდა ქიმიკატები, იძულებული გახდა დაეწვა ცისტერნებში არსებული ნივთიერებები, რის გამოც ქალაქის თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში შავი კვამლი იდგა

7 / 8

ორი დღის შემდეგ ევაკუირებულ მოსახლეობას შინ დაბრუნების ნებართვა მიეცათ

8 / 8

თუმცა, სუნის გამო მათ მალევე თავის ტკივილები, გულისრევა დაეწყოთ