გორში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა გორში მომხდარი სროლის შედეგად, იუწყება ქართული მედია.
ინციდენტი, რა დროსაც ორმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მოხდა.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც დაზიანება თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.