ამის შესახებ პოლიტოლოგმა ისაუბრა თბილისი-მოსკოვის ვიდეოხიდის მსვლელობისას, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„თუ პოლიტიკა სახელმწიფოს თავია, ეკონომიკა მისი კისერია. ბუნებრივია, საქართველოს ასეთი გეოეკონომიკური მნიშვნელობიდან იკვეთება გეოპოლიტიკური ასპექტებიც. პირველ რიგში, საქართველოზე ძალიან ხშირად აქვთ გავლენა დასავლურ ძალებს... ბუნებრივია, რუსეთს აქვს სურვილი, რომ ეს ძალები იქ არ შეუშვას“, – განაცხადა საფაროვმა.
ექსპერტის ვარაუდით, საქართველოზე გავლენისათვის „ბრძოლა“ უახლოესი ასწლეულის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.