„საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა აბსოლუტურად ფენომენალურია. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ ორ ქვეყანას არ ჰქონდეს დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი საერთო ეკონომიკური საქმიანობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდეს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
თებერვლის ბოლოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი რუსეთმა დაიკავა. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 263 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 18%-ს შეადგენს.