ბლინკენის ვიზიტი ყაზახეთში: კრემლში კომენტარზე უარი თქვეს

Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ყაზახეთში ვიზიტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
მედიის წარმომადგენლებმა მას დაუსვეს კითხვა, იმოქმედებს თუ არა ბლინკენის ასტანაში ვიზიტი რუსეთის ურთიერთობებზე ყაზახეთთან და უზბეკეთთან.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტებზე კომენტარის გაკეთებას არ ვისურვებდი. მე პრეზიდენტის პრეს-მდივანი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი კოლეგების პრეროგატივაა“, — აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან მან მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ რუსეთსა და აზიის ქვეყნებს „ურთიერთქმედების საკუთარი ფორმატები აქვთ“, და მოსკოვს ბევრ მათგანთან ისეთი ინტეგრაციული პროცესი აკავშირებს, როგორიცაა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები.