თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა და კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო კვლავ მეორე ადგილზე გადასწია, წერს სააგენტო Bloomberg.
პოზიციების დაბუნება მასკმა მას შემდეგ შეძლო, რაც მისი კომპანია Tesla-ს აქციები 100%-ით გაიზარდა იანვართან შედარებით. მაშინ, 6 იანვარს Tesla-ს აქციები ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
„Tesla-ს აქციები ნიუ-იორკის ბირჟაზე საღამოს 16:00 საათისთვის 5,5%-ით გაიზარდა და 207,63 დოლარს მიაღწია, რამაც მასკის პირადი კაპიტალი, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 187,1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამით მან ბერნარ არნოს პირადი ქონების ოდენობას გადააჭარბა, რაც დღეისათვის 185,3 მილიარდ დოლარს შეადგენს“, — წერს Bloomberg.
2023 წლის დასაწყისში მასკის ქონება 137 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ის პირველი ადამიანია ისტორიაში, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც Tesla-ს აქციები დაცემის შედეგად მოხდა.
წყარო: Bloomberg