მსოფლიო დღეს

ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების სარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა

Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული ძალების სარდლის თანამდებობიდან მაღალი რანგის სამხედრო, გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალიოვი გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„გათავისუფლდეს ედუარდ მოსკალიოვი გაერთიანებული ძალების სარდლის პოსტიდან“, — წერია ზელენსკის 26 თებერვლის ბრძანებულებაში.

გათავისუფლების მიზეზები და მიზნები ბრძანებულებაში არ არის დაკონკრეტებული.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკალიოვი 24 თებერვალს ახსენა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას — იმ სამხედრო ლიდერების ჩამოთვლისას, რომელთანაც გარკვეული საუბარი ჰქონდა.
ედუარდ მოსკალიოვი აღნიშნულ თანამდებობაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში, 2022 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის საჯარისო შენაერთი „ოდესის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური და ოპერატიული სარდლობის ჯარების „ვოსტოკის“ მეთაურის პირველი მოადგილე იყო.