თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე იუწყება, რომ დაგეგმილი სამუშაოების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132–163 კმ მონაკვეთზე (სურამის კვანძი–საქასრია) 27 თებერვალს 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.