ვენეციაში თითქმის ყველა არხი დაშრა - ფოტო

ვენეციელი გონდოლიერები არხებში წყლის დონის კლების გამო ფაქტობრივად უსამსახუროდ დარჩნენ.
Sputnik
ვენეციაში წყლის დონემ 70 სანტიმეტრით დაიწია. არხები იმდენად წყალმეჩხერი გახდა, რომ უკვე მათი ფსკერი ჩანს, ზოგან კი შენობების ფუნდამენტებიც.
ექსპერტები მომხდარს ბოლო 70 წლის განმავლობაში უძლიერეს გვალვას უკავშირებენ. გარდა გვალვისა, ამგვარი სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ანტიციკლონიც გახდა, რომელმაც ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს გადაუარა. ყველაფერთან ერთად, წყალს აკავებს ბარიერიც, რომელიც წყალდიდობის საწინააღმდეგოდ აიგო.
1 / 8

წყლის დონემ ვენეციის არხებში თითქმის 70 სმ-ით დაიწია

2 / 8

გამოჩნდა სახლების ფუნდამენტები

3 / 8

ამ ყველაფრის მიზეზებია ძლიერი მიქცევები და საშინელი გვალვა იტალიაში

4 / 8

წყლის დონის კლების გამო ვერ მუშაობს სანაოსნო ტრანსპორტი

5 / 8

ტურისტები იმედგაცრუებულები არიან ვენეციის ნაკლებად მომხიბლავი ხედებით

6 / 8

ასევე ჩაიშალა ყოველწლიური კარნავალი

7 / 8

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წყლის დაბალი დონე იტალიის ჩრდილოეთში გვალვის წინაპირობაა

8 / 8

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ზამთარს ალპებში ცოტა ითოვა, ხოლო რეგიონის უდიდეს მდინარე პოში წყლის რაოდენობა 61%-ით შემცირდა