თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყებს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა
© Courtesy of Tbilisi City Hall
ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მერიის განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მერია მოსახლეობას დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს.
წყარო - თბილისის მერია