საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თბილი ამინდები ელოდებათ.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-28 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17- 22 გრადუსამდე მოიმატებს. 1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18–20 გრადუსი დაფიქსირდება, 2 მარტიდან კი 4-6 გრადუსით დაიკლებს.