საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველად წარდგება მსოფლიო ჩემპიონატზე - ფოტო

საქართველოს ნაკრები კალათბურთში ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე.
Sputnik
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე.
1 / 15

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში

2 / 15

ნაკრების სპორტსმენები გამარჯვებას აღნიშნავენ!

3 / 15

ტრიბუნებზე მყოფი ქომაგები აღფრთოვანებული არიან ქართველი კალათბურთელების თამაშით

4 / 15

ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლაში თავი არ დაზოგეს

5 / 15

დამსახურებულმა წარმატებამ თითოეული გულშემატკივარი გაახარა

6 / 15

კალათბურთელებს ასეთი შესაძლებლობა პირველად მიეცათ

7 / 15

მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე

8 / 15

საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩის შემდეგ სპორტსმენებს კარგი თამაშისათვის მადლობა გადაუხადა

9 / 15

შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა ისლანდიის ნაკრებთან წააგეს ანგარიშით 77:80

10 / 15

თუმცა, რეიკიავიკში მოპოვებული გამარჯვების (88:85) შემდეგ საქართველო პირველ მატჩში დაგროვილი ქულების ხარჯზე მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა

11 / 15

L ჯგუფიდან, საქართველოს გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს ესპანეთისა და იტალიის გუნდებმა

12 / 15

ქართული ნაკრების მწვრთნელის თქმით, მატჩამდე უკვე იცოდა, რომ გუნდი ჩემპიონატზე გავიდოდა, რაზეც კალათბურთელების განწყობა მეტყველებდა

13 / 15

„მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს. მათ შეუძლებელი შეძლეს. ჩვენი გუნდის ენერგია, რომლითაც გულშემატკივარი გვმუხტავდა, უშრეტი იყო. ეს ენერგია იგრძნობოდა მათგანაც კი, ვინც მატჩს ტელევიზორით ადევნებდა თვალს“, - განაცხადა ზუროსმა

14 / 15

განსაკუთრებული მადლობა მან კაპიტან თორნიკე შენგელიას და ვეტერან კალათბურთელ გიორგი შერმადინს გადაუხადა

15 / 15

„ჩვენ დავინახეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება“, - დაამატა ილიას ზუროსმა