ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის საქვაბე აფეთქდა - არიან დაშავებულები

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა, იუწყება „პირველი არხი".
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მედცენტრის ეზოში მდებარე ერთ-ერთი ნაგებობა ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.