თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. შვეიცარიამ უარი თქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე, ცალსახად უჭერს რა მხარს უკრაინას, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერია მარია ზახაროვა.
„საგარეო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის რეალიზაციის ორ საუკუნეზე მეტი გამოცდილების მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ბერნმა უარი თქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე და ცალსახად დაუჭირა მხარი კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს“, — წერს ზახაროვა Telegram-არხზე.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს ასეთ ქმედებებად მიაჩნია:
შვეიცარიის მთავრობის მიერ რუსეთის ქმედებების ოფიციალური დაგმობა;
ევროკავშირის სანქციებთან შეერთება;
რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მთელი რიგი აქტივების დაბლოკვა;
რუსეთის მთავრობისთვის მომსახურების გაწევის აკრძალვა;
უკრაინის საინჟინრო ჯარების წვრთნა;
ჰუმანიტარული ტვირთების კიევისთვის მიწოდება შვეიცარიის საელჩოს შუამავლობითა და ჰაბების ორგანიზებით;
უკრაინელიმწარმოებლებისგან 4000 ტონაზე მეტი საქონლის შეძენა შემდგომში უკრაინისთვისვე გადასაცემად (ჰუმანიტარული შესყიდვები);
რუსეთის დაგმობა გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოსფარგლებში;
უკრაინელი ლტოლვილებისთვის მიგრაციული პროცედურების გამარტივება და სხვა.
ყველა ეს ნაბიჯი, ზახაროვას აზრით, ბერნში ნეიტრალიტეტიდან გადახვევად არ მიაჩნიათ, მაგრამ „ლოგიკა საპირისპიროს გვკარნახობს“.
მანამდე, 25 თებერვალს, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვეიცარიამ დაკარგა ნეიტრალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია იყოს შუამავალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, ან მოლაპარაკებების პლატფორმის როლი შეასრულოს.