ქართველმა „ჰალკმა“ ტურნირი King Of The Table მოიგო

34 წლის ქართველის მეტოქე იტალიელი ერმეს გასპარინი იყო.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლევან საგინაშვილი, მეტსახელად „ჰალკი“, დუბაიში მკლავჭიდელთა შორის პრესტიჟული ტურნირის King Of The Table გამარჯვებული გახდა.
ლევან საგინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწირულობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწირულობა – 58 სმ. საგინაშვილი 2020 წელს მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციისWAF-ის(World Armwrestling Federation) კენჭისყრის შედეგებით, 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელი გახდა.
34 წლის საგინაშვილი მეტოქე ირალიელი ერმეს გასპარინი გახდა. ქართველმა მკლავჭიდელმა პირველი ორი რაუნდი მოიგო, რის შემდეგაც ბრძოლა შეაჩერა. მას სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. შემდეგი ორი რაუნდი გასპარინს ჩაეთვალა.
თანაბარი ანგარიშის– 2:2 შემდეგ საგინაშვილი გაუმკლავდა პრობლემებს და ორი რაუნდი ზედიზედ მოიგო. შეხვედრის ანგარიშია 4:2 ქართველი „ჰალკის“ სასარგებლოდ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს