ქართველმა ფეხბურთელმა გოგონებმა სომხეთის ნაკრები კიდევ ერთხელ გაანადგურეს

ამხანაგური მატჩები ქართული გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპია ოფიციალური შეხვედრებისთვის, რომლებიც გაზაფხულზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური განმეორებითი მატჩი გამართა და მას კვლავ გამანადგურებელი ანგარიშით – 4:0 მოუგო.
ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში 23 თებერვალს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 5:0 მოიგო, სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. 49–ე წუთზე ანგარიში ლიზი კანკიამ გახსნა და ერთ წუთში დუბლი გააფორმა.
მესამე გოლი თინათი ამბალიამ 61–ე წუთზე გაიატა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში – 4:0 86–ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დააფიქსირა.
ქართველმა გოგონებმა სომხეთის გუნდი ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში გაანადგურეს>>
ამხანაგური მატჩები ქართული გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპია ოფიციალური შეხვედრებისთვის, რომლებიც გაზაფხულზე გაიმართება. კერძოდ, 12 და 15 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის „ბ“ ლიგის ფარგლებში საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ისრაელსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს