თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დასავლეთის ერთადერთი მიზანი — ეს რუსეთის დაყოფაა, რაც დოკუმენტურად დასტურდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, თუ მოსკოვი არ ჩაერევა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში, რუსეთის ხალხების ბედი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, უპირველეს ყოვლისა კი საკუთრივ რუსებისა.
„არც კი ვიცი, შენარჩუნდება თუ არა ისეთი ეთნიკური ჯგუფი, როგორიცაა რუსი ხალხი იმ სახით, როგორი სახითაც ის დღეს არსებობს“, — ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ, ერთიანი რუსი ხალხის ნაცვლად, დასავლეთს სურდა შეექმნა „მოსკოვიტები, ურალელები და ასე შემდეგ“.
„ეს ყველაფერი იყო გეგმებში, რომლებიც ქაღალდზეა ჩამოყალიბებული. უბრალოდ, ურთიერთობების აგების პირობებში ვცდილობდით, ამაზე გვესაუბრა, პარტნიორული მოსაზრებების გამო. მაგრამ ეს ყველაფერი დაწერილია ფურცელზე“, — თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის მიზანი ყოველთვის იყო ჯერ საბჭოთა კაშირის, შემდეგ კი მისი ძირითადი ნაწილის, რუსეთის დაყოფა, რის შემდეგაც შესაძლოა „ეგრეთ წოდებულ ცივილურ ხალხთა ოჯახში თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე მიეღოთ“.
პუტინის აზრით, დასავლეთს რუსეთის სხვადასხვა წარმონაქმნებად დაშლა იმ მიზნით სურს, რომ კონტროლქვეშ მოაქციოს ისინი.