ფარავნის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კილომეტრი (ფარავნის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა.
აღნიშნულ მონაკვთზე საავტომობილო მოძრაობის განახლება ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.