ისტორიაში პირველად - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 3 ქვეყანაში - იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი „თბილისი არენაზე“ ისლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 77:80 დამარცხდა. თუმცა, რეიკიავიკში გამარჯვების 88:85 წყალობით, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დაგროვებული ქულების რაოდენობით მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 3 ქვეყანაში - იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირის კენჭისყრა აპრილში გაიმართება.