საქართველოს ღირსშესანიშნაობები: სხვილოს ციხე და სამთავისის ტაძარი - ფოტო

შუა საუკუნეების ციხე სხვილო შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. სხვილოს ციხის ისტორია ამილახვრების გვარს უკავშირდება.
Sputnik
სხვილოს ციხე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მყარი ნაგებობაა მსგავსი ნაგებობებიდან, კარგად არის შემონახული და აქ სანახავიც ბევრია.
1 / 21

სხვილოს ციხის ისტორია ამილახვრების ფეოდალურ გვარს უკავშირდება. მათ სხვილოს მამული XIV საუკუნეში მიიღეს

2 / 21

თბილისიდან სხვილოში 1,5 საათში ჩახვალთ

3 / 21

სოფელ პანტიანთან ციხე ძალიან ახლოსაა, მთავარია დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ციცაბო აღმართი გადალახოთ

4 / 21

XVII საუკუნეში სხვილო გივი ამილახვარის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წერტილი იყო ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

5 / 21

თითქმის ХVIII საუკუნის ბოლომდე სხვილო ამილახვრების გვარს ეკუთვნოდა

6 / 21

ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხე იყო

7 / 21

კედლების სისქე ორი მეტრია, სიმაღლე კი 14 მეტრამდე

8 / 21

ციტადელი მოგრძო მართკუთხედის ფორმისაა

9 / 21

შესასვლელი დაახლოებით ჩვეულებრივი კარის ზომისაა

10 / 21

რომელიც ორი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ასასვლელად მისადგმელი კიბე გამოიყენებოდა

11 / 21

კონსტრუქციას ორი კოშკი აქვს. ჩრდილოეთის კოშკი საგუშაგოდ გამოიყენებოდა. მეორე კოშკი ციხის სამხრეთით მდებარეობს

12 / 21

სულ ზედა სართულზე მოწყობილია მებრძოლთა სამოძრაო იარუსი

13 / 21

კოშკებს შორის სივრცეში აღმართულია დამატებითი კედლები და სხვადასხვა შენობები, მათ შორის სახლებიც

14 / 21

ციხის შიგნით შემორჩენილია ორსართულიანი ეკლესიის ნანგრევები. მისი ზედა ნაწილიდან მხოლოდ გუმბათი შემორჩა

15 / 21

ციხე-სიმაგრის სანახავად მოსული ადამიანები აუცილებლად შედიან ეკლესიაშიც, ამიტომ ის მიტოვებულად არ მიიჩნევა

16 / 21

ციხესთან დგას მაგიდა და სკამებიც, სადაც შეიძლება პიკნიკის მოწყობა და ლამაზი ხედებით ტკბობა

17 / 21

ამილახვრებმა საგვარეულო სასაფლაო სამთავისის ეკლესიის შიდა ტერიტორიაზე მიიღეს. ის 1030 წელს სამთავნელმა არქიტექტორმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა ააგო

18 / 21

სამთავისის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, რომელიც ედესის ხატის სახელობისაა

19 / 21

ტაძრის გარშემო შემორჩენილია ძველი ტაძრების ფუნდამენტები, პატარა ეკლესია, ტაძრის ღობე და XVIII საუკუნის სამრეკლო

20 / 21

ტაძრის ტერიტორიაზე ძველი სასაფლაოც არის

21 / 21

ადრე კომპლექსი სამი ციხისგან შედგებოდა. ახლა შემორჩენილია მხოლოდ ციტადელი და თითო ცილინდრული კოშკი თითო ციხე-სიმაგრიდან. აქ ასევე იხილავთ 1774 წელს აგებულ ეკლესიას